კალათა

დეტალურად

„თარეში“ მოხალისის ნაამბობია – ჯარისკაცური ცხოვრების თავისებურებებზე, იმაზე, როგორ წარმოუდგენიათ რუს ოფიცრებსა და ჯარისკაცებს გმირობა, მამაცობა თუ თავგანწირვა. თუმცა, იდეალისტური წარმოდგენების პარალელურად, იმასაც ვხედავთ, როგორ მოათრევს კაზაკი მიტოვებული აულის ერთ-ერთი სახლიდან ფქვილის ტომარასა და ხალიჩას, სახეგაბადრული ჯარისკაცი თუნუქის ტაშტსა და რაღაც ჩვარს მოარბენინებს, მეორე ხელებგაშლილი ორი ქათმის დაჭერას ცდილობს, მესამე... მეოთხე... და ა.შ. ირგვლივ კი თვალუწვდენელი სილამაზეა და კითხვების კორიანტელიც იფრქვევა: ნუთუ ეს მშვენიერი სამყარო, ეს ვარსკვლავებით მოჭედილი უკიდეგანო ცისქვეშეთი ადამიანებს ევიწროებათ? ნუთუ ამ მომაჯადოებელ ბუნებაში შეიძლება ადამიანის სულში ცოცხლობდეს ბოროტებისა და შურისძიების გრძნობა ანდა თავის მსგავსთა გაჟლეტის სურვილი?
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12