კალათა

მე გუდა ვარ. მოვედი იმისთვის, რომ საოცარი ამბები მოგასმენინო, მე შენ წიგნებს წაგიკითხავ და გადავაქცევ ლიტერატურას შენს ყოველდღიურობად, შენ მხოლოდ მისმინე. მისმინე მანქანით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას, ველოსიპედით სეირნობისას, ქუჩაში სიარულისას, მაშინაც კი, როცა რიგში დგახარ, ვარჯიშობ ან, უბრალოდ, ისვენებ.

ჩემთან ერთად შეძლებ, იკითხო ყველგან და ყოველთვის. ჩემთვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. მე შენი თვალები, შენი დრო, შენი წიგნი ვარ.

სცადე და დაინახავ, რომ განსხვავებულად კითხვა არანაკლებ საინტერესოა. მე ყოველდღიურად შემოგთავაზებ ახალ, მრავალფეროვან ლიტერატურას.

მოდი, გამიცანი, გადმოწერე ონლაინაპლიკაცია და დაელოდე ახალ შეხვედრებს ლიტერატურასთან!

ჩემს საპოვნელად კი მიჰყევი ინსტრუქციას!