კალათა

როგორ დავრეგისტრირდე?
საიტზე რეგისტრაცია შესაძლებელია ორგვარად: ახალი მომხმარებლის ექაუნთის შექმნით ან ფეისბუქის ექაუნთის გამოყენებით. რეგისტრაციისთვის მოძებნეთ საიტის ჰედერზე „რეგისტრაცია“.

როგორ ვიყიდო წიგნი?
პროდუქტის შეძენა შეუძლია დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პროდუქტის ღირებულების შესაბამისი თანხით დეპოზიტის შევსების შემდეგ.

როგორ შევავსო დეპოზიტი?
დეპოზიტის შესავსებად, საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე და გავლილი გქონდეთ ავტორიზაცია. დეპოზიტის შევსება შესაძლებელია: 1) ბანკის პლასტიკური ბარათით (Visa/Mastercard); 2) სწრაფი გადახდის აპარატით (Paybox).

როგორ მოვუსმინო აუდიო წიგნს?
მომხმარებელს აუდიო წიგნის მოსმენა შეუძლია აპლიკაცია გუდა-ს საშუალებით. გუდა მუშაობს Windows 10, Android და iOS (Apple - iPhone, iPad, iPod) ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებზე. აპლიკაცია გუდა უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი მარკეტებიდან.

სად და როგორ მივიღებ წიგნს?
ჩვენთან ქაღალდზე ნაბეჭდი წიგნები არ იყიდება, ყველა წიგნი აუდიო ფორმატშია. მათი მოსმენა შესაძლებელია ელექტრონულ მოწყობილობებში, აპლიკაცია გუდა-ს საშუალებით.

რომელ დევაისებზე (ელექტრონულ მოწყობილობებზე) შემიძლია მოსმენა?
წიგნის მოსმენა შეგიძლიათ Windows 10, Android და iOS (Apple - iPhone, iPad, iPod) ოპერაციული სისტემების მქონე მოწყობილობებზე, სპეციალური წამკითხველი აპლიკაციის – გუდა-ს საშუალებით.

სად ვნახო (სად ინახება) წიგნი (ფაილი)?
წიგნი არ ინახება თქვენს ელექტრონულ მოწყობილობაში ცალკე ფაილად.

წიგნი რომ წავშალო, ხომ არ მომიწევს ხელახლა ყიდვა?
წიგნი შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი მოწყობილობიდან, მაგრამ დარჩება თქვენს პირად ბიბლიოთეკაში საიტზე და აპლიკაციების კატალოგში, სადაც ნებისმიერ დროს ხელახლა შეგეძლებათ ჩატვირთვა. ხელახლა ყიდვა, რა თქმა უნდა, არ მოგიწევთ.

პირად ბიბლიოთეკაში მაქვს წიგნი და რატომ არ მიჩანს აპლიკაციაში?
გთხოვთ, განაახლოთ (დაარეფრეშოთ) კატალოგის გვერდი აპლიკაციაში, ეკრანზე ჩამოქაჩვით ან განახლების ღილაკით.